ძლიერი შტორმი ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, არის მსხვერპლი

19 აგვ 2022

სულ მცირე 3 ადამიანი გარდაიცვალა ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმების შედეგად. გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია.

ავსტრიასა და იტალიაში რამდენიმე ადამიანი ქარის მიერ წაქცეულ ხეს ემსხვერპლა. კორსიკაში ქარის სიჩქარე 224 კმ/საათს აღწევდა.

ქარმა  კუნძულ კორსიკაზე რამდენიმე ბანაკი  გაანადგურა, ვენეციაში კი წმინდა მარკოზის ბაზილიკიდან ქვის ფილა მოგლიჯა. ევროპაში ქარი და ნალექი რამდენიმე კვირიან გვალვასა და მაღალ ტემპერატურას მოჰყვა.