საქართველოს პრეზიდენტი ყულევისა და ფოთის ტერმინალების მუშაობას გაეცნო

19 აგვ 2022

საქართველოს პრეზიდენტმა ყულევის ტერმინალი, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი,  ახალი საზღვაო ნავსადგური და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი  დაათვალიერა.

პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და  ტვირთბრუნვას გაეცნო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწვრთნელ ცენტრში სალომე ზურაბიშვილმა სასწავლო  ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერა.