12 იან 2017
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დეპარტამენტის უფროსმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ხულო-უჩხო-კურცხალისა და ძირკვაძეები-ბაბანურის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერა. საავტომობილო გზების აღნიშნული მიმართულებით თოვლის საფარისგან გაწმენდა უკვე დასრულდა.