ქართული ენის კურსები ბათუმში მყოფი უკრაინელებისთვის

22 აგვ 2022

ბათუმში უკრაინელი დევნილებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა.  სასწავლო კურსი სამთვიანია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს პროგრამით. 

ბათუმში სასკოლო ასაკის  500 უკრაინელი ბავშვი დარეგისტრირდა კერძო და საჯარო სკოლებში. ამიტომ საჭიროება გახდა, ქართული ენის შესწავლა.  

პროექტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერაა დაფინანსებული.