წყალდიდობა ინდოეთში, დაღუპულია 50-მდე ადამიანი

22 აგვ 2022

ინდოეთში ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს,  ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები დატბორა.  წყალდიდობის შედეგად უკვე 50-მდე ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც.  ამ დრომდე მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ.  ინდოეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.