ომი უკრაინაში 

23 აგვ 2022

ვითარება უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კვლავ მძიმეა. გვიან ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს, რის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი.

ოკუპირებული ენერგოდარის მერის ინფორმაციით, კი ოკუპანტები თავდასხმაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ. ამის პარალელურად, რუსეთის პარლამენტი 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სხდომას გამართავს, ასევე ითხოვს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვასაც.

გვიან ღამით ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკზე, ოლქი 4-ჯერ დაბომბეს, ამ დროისთვის ინფორმაცია 1 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდება. ბოლო ინფორმაციით, ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 80 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს.

უკრაინის გენერალური შტაბის განახლებული მონაცემების მიხედვით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთმა უკვე 45 550 ჯარისკაცი დაკარგა.