დღეს “კოლხობა” აღინიშნება

24 აგვ 2022, 07:01

0
გაზიარება:

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ აღინიშნება. წელს ღონისძიება სარფში ზღვის სანაპიროზე  მოეწყობა. 

დაგეგმილია გამოფენა, წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების ნამუშევრები.  გაიმართება კოსტიუმირებული პერფომანსი.

ღონისძიებაში მუსიკალური ჯგუფები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს 8 საათზე კი  ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება