ევროკომისია: ევროპაში 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვაა

24 აგვ 2022

ევროპაში ბოლო 500  წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვაა, ცხელი და მშრალი პირობებით, რაც ტყის ხანძრებს იწვევს - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის კომისიის კვლევითი ცენტრი წინასწარი ანალიზის თანახმად ავრცელებს.

მოხსენების მიხედვით, ევროპის ტერიტორიის 47%-ზე ნიადაგის ტენიანობის დეფიციტის გამო გამაფრთხილებელი განცხადებები ვრცელდება,  ტერიტორიის 17%-ზე უკვე საგანგაშო მდგომარეობაა.    

ზაფხულში რეკორდულმა ტემპერატურამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.   

კვლევითი ცენტრის ანგარიშის მიხედვით, გვალვის გამო სიმინდის, სოიოსა და მზესუმზირის მოსავლიანობა 15%-ით შემცირდება.