ვითარება ბორჯომში - ვიცე-პრემიერის შეფასება

25 აგვ 2022

მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა განაცხადა.    

ლევან დავითაშვილის თქმით, ხანძრის მეტად გავრცელება მოსალოდნელი არ არის.  დავითაშვილმა  ასევე  აღნიშნა,  რომ  ხანძრის  გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.