25 აგვ 2022
უკრაინაში რუსეთის აგრესია გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაგმო. განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიცამ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.