პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრების თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა

27 აგვ 2022

სალომე ზურაბიშვილმა  პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.