ქობულეთში ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

27 აგვ 2022

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 მოქალაქიდან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ცნობისთვის ქობულეთის-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 უცხოეთის მოქალაქეა.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.