ქუთაისში სამედიცინო ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 

28 აგვ 2022

ქუთაისში სამედიცინო ობიექტებს რეაბილიტაცია უტარდებათ. განახლდება „მრავალპროფილური კლინიკა“ და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“.

სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს.

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სარემონტო სამუშაოები მომდევნო წელს უნდა დასრულდეს.