ძამას ხეობაში 7 სახლი დაიწვა

28 აგვ 2022

ხანძარი იყო ქარელშიც. ამ დროისთვის ხანძარი ძამას ხეობაში ლიკვიდირებულია. ცეცხლი სოფელ ელბაქიანთკარში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში გაჩნდა და შემდეგ უკვე ძლიერი ქარის გამო გავრცელდა.

შედეგად, ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ,  სრულად ან ნაწილობრივ 7 სახლია დამწვარი.