ბათუმელი ტაეკვონდისტების ოქროს და ვერცხლის მედლები ტალინიდან

29 აგვ 2022

ტალინის G-2 კატეგორიის  საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში, ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ის ფინალში ბექა ქავთარაძესთან დამარცხდა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტალინში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ღოღობერიძემაც და კინწურაშვილმაც ოქროს მედლები მოიპოვეს.