ევროპის ჩემპიონატზე ქართველი წყალბურთელები მონტენეგროსთან დამარცხდნენ

29 აგვ 2022

ხორვატია წყალბურთში ევროპის 35-ე ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 11:14  დამარცხდა. ეროვნული გუნდი ევროპირველობაზე ზედიზედ მეხუთედ თამაშობს.

A ჯგუფში მისი მეტოქეები მონტენეგრო, სლოვაკეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიაა. მ

ორიგ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 31 აგვისტოს იტალიის წინააღმდეგ გამართავენ, 2 სექტემბერს კი სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან.