მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამერიკელი ექსპერტი სწავლობს

29 აგვ 2022

ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტმა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მეორე კვლევის ნაწილი რამდენიმე საათში გაგრძელდება, შესაბამისი სამედიცინო დასკვნა კი სამ-ოთხ დღეში გამოქვეყნდება.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან.