„აწარმოე საქართველოში“ - საგრანტო პროგრამის 1 338 გამარჯვებული 

30 აგვ 2022

„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას 1 338 გამარჯვებული ჰყავს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი 10%.

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა და დღემდე 6 ათას 901 პროექტი დაფინანსდა.