ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს

30 აგვ 2022

თბილისის "ლოკომოტივის"  უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 22 წლის ბექა დარცმელია კარიერას ავსტრალიის Aლიგის "ნიუკასლ ჯეთსში" გააგრძელებს, რომლის ღირსებასაც ბექა მიქელთაძე იცავს.

კლუბის ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ქართველს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

გუნდის მწვრთნელი არტურ პაპასი ამბობს, რომ ასეთი დონის ფეხბურთელით გაძლიერება სასიხარულოა.