შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა

30 აგვ 2022

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში წელს 8 ბენეფიციარია ჩართული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლე გადის სწავლების თეორიულ და პრაქტიკული კურსს.

პროგრამის მიმდინარეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ საწარმო - ,,ადამიანი მოქმედებაში“ გაეცნო. 

პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება.