დღეს ''ნაპოლი'' ''ლეჩეს'' უმასპინძლებს

31 აგვ 2022

დღეს იტალიის სერია "ა"-ს  მეოთხე ტურში „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ „ლეჩეს“ უმასპინძლებს. იტალიური გამოცემა „კორერა დე ლა სერა“-ს ინფორმაციით, კვარაცხელია დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება. 

სპალეტის გუნდმა, რომელიც ჩემპიონატის თანალიდერია, გასულ ტურში "ფიორენტინასთან" ფრედ 0:0 ითამაშა.

იტალიური მედიის ცნობით სპალეტიმ ხვიჩა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის დაასვენოს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.