ბაღის რეაბილიტაცია ვერნებში

01 სექ 2022

სოფელ ვერნების საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესს  რეაბილიტირებულ შენობაში განაახლებს. სკოლამდელი დაწესებულება  სამი სოფლის  ვერნების, ოშანახევისა და მახალაკურის აღსაზრდელებს მოემსახურება.

დაწესებულებაში ძირითადი სამუშაოები სამზარეულოში განხორციელდა, გამოიცვალა იატაკი. სარემონტო სამუშაოებისთვის  20 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა.

საბავშვო ბაღი მცირეკონტიგენტიანია, მასში ამჟამად 15  ბავშვია რეგისტირირებული. სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.