გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

02 სექ 2022

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს 22 ახალი ავტომობილი შეემატა. პიკაპის ტიპის ავტომობილები დედაქალაქის და რეგიონულ  სამმართველოებს გადაეცემათ.

უწყების ინფორმაციით, ტრანსპორტიდან 10, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის ფარგლებში შეიძინეს, დანარჩენი კი  საბიუჯეტო თანხებით.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი ესწრებოდა.