ოპოზიცია კალაძეს პარლამენტში იბარებს

13 იან 2017

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს. უმცირესობას კახი კალაძესთან შეკითხვები "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აქვთ. მმართველ გუნდში ამის საჭიროებას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ  ეს  ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირების გადაფარვის მცდელობაა.