სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება

05 სექ 2022

აჭარაში სკოლის სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კი სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდება.

აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, რეგიონში 11 ათასამდე მოსწავლე რეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას, პარალელურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა.