ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერი გახდა

05 სექ 2022

მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ დიდ ბრიტანეთს  მესამე ქალი პრემიერი ჰყავს. კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა. ტრასმა 81 ათას 326 ხმა მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, რიში სუნაკმა კი 60 ათას  399. ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს.