მექსიკაში 180 არალეგალური მიგრანტი დააკავეს

06 სექ 2022

მექსიკის ველაკრუზის შტატში ორი ავტობუსით სავსე არალეგალური მიგრანტები დააკავეს. ცენტრალურ ამერიკასა და კუბიდან გამოქცეულ 180 ადამიანს  შორის ერთი არასრულწლოვანია.   

მექსიკელმა სამართალდამცველებმა ველაკრუზის შტატის აღმოსავლეთით საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს 3 ადამიანი,  რომლებსაც   ერთი ავტომობილი, ორი ავტობუსი და ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღის წინ  აშშ-ში შეღწევის მიზნით რიო გრანდეს მდინარის გადაკვეთისას 9 მიგრანტი დაიღუპა.

ათასობით ადამიანი გარბის ცენტრალური ამერიკიდან, კუბიდან, ჰაიტსა და ვენესუელიდან და აშშ-ში არალეგალურად შეღწევას ცდილობს. ნაწილი მექსიკაში  ეძებს თავშესაფარს.