გერმანია გაზის საფასურის შესამცირებლად გზებს ეძებს

08 სექ 2022

გერმანია გამოძებნის გზას ბუნებრივი აირის საფასურის შესამცირებლად, ვინაიდან მთავრობა ვერ შეძლებს მუდმივად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის შედეგად გამოწვეული  მაღალი ფასების სუბსიდირებას.  ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. „ ყველაზე მთავარია, რომ პუტინის მიერ ფასების მანიპულირება შევაჩეროთ.  ჩვენ ვერ შევძლებთ  მუდმივად მაღალი ფასების სუბსიდირებას-განაცხადა მინისტრმა ბუნდესტაგში გამოსვლისას. მინისტრის თქმით, მთავრობა გერმანული კომპანიებისა და  მცირე ბიზნესისთვის დახმარების პროგრამებს აამოქმედებს.