ელისაბედ II სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის

08 სექ 2022

ბრიტანეთის დედოფალი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსებისთვის შემაშფოთებელია. სასახლის ინფორმაციით, ელისაბედ მეორე შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში იმყოფება. მასთან უკვე გაემგზავრნენ პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი.