არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაული - დაკავებულია 63 წლის კაცი

08 სექ 2022

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით  გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 63 წლის კაცი დააკავეს.  დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან 12 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა.მიმდინარეობს გამოძიება.