საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას და თურქეთს ამხანაგურად გაეჯიბრება

09 სექ 2022

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27-ში სტამბოლში  თურქეთთან ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ბოლოს გორში ცოტნე კაპანაძის დუბლით რუმინეთი ამხანაგურ მატჩში დაამარცხა. 2023 წელს საქართველო და რუმინეთი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობენ. ტურნირი ივნის-ივლისში გაიმართება.