უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში მშობლიურ ენაზე ისწავლიან

09 სექ 2022

15 სექტემბრიდან საქართველოში ზარი უკრაინელი ბავშვებისთვისაც დაირეკება. უკრაინულ სექტორში მშობლიურ ენაზე საგნებს მოსწავლეებს უკრაინელი მასწავლებლები შეასწავლიან. უკრაინელი მოსწავლეების მისაღებად მზად არის ბათუმის მე-20 სკოლაც. საქართველოში ბოლო მონაცემებით, 14 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.