პნევმონიით ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა

14 იან 2017

9 დღის შემდეგ ბათუმში, პნევმონიით  კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართეს. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.  მათ შორის ერთ-ერთი 88 წლის მამაკაცია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა რეგიონში ვირუსული ინფექციების სტატისტიკის შესახებ ხვალ გაავრცელებს. თუმცა ცენტრის დირექტორმა აჭარაში   ამ მხრივ მდგომარეობა ,,მთავართან” შეაფასა.