ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება

11 სექ 2022

გაერთიანებულ სამეფოში სამგლოვიარო ღონისძიებები გრძელდება, დედოფლის ცხედარს ბალმორალიდან ედინბურგში მიასვენებენ, გზად კი კორტეჟს მოსახლეობა ყვავილებითა და აპლოდისმენტებით ხვდება. 13 სექტემბერს კი დედოფლის ცხედარს უკვე ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე გაიმართება