აგროსერვისცენტრში ციტრუსის ნერგების გაცემა დაიწყო

12 სექ 2022

აგროსერვის ცენტრში ციტრუსის ნერგების რეალიზაცია დაიწყო. ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეღავათიან ფასში ჩაქვის ციტრუსოვანთა მეურნეობაში სანაადრევო ჯიშის ერთწლიანი ნერგები შეიძინონ. ამ დროისთვის აგროსერვის ცენტრში სარეალიზაციოდ 9 250 მაღალხარისხიანი სხვადასხვა ჯიშის ნერგი: მანდარინის  ლიმონის, ფორთოხლის, ვაშინგტონისა და გრეიფრუტის ნერგები. ნერგის თვით ღირებულება 4 ლარია. აგროსერვის ცენტრში აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით რეალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ღონისძიების მიზანია ძველი ნერგების ჩანაცვლება და განახლება ახალი ჯიშებით.