შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

13 სექ 2022

დაპირისპირება ახლა შენელებულია, თუმცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე სრულფასოვანი ომის გაჩაღების საფრთხეს ქმნის.ოფიციალური ერევნის განცხადებით, დღეს გამთენიისას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე რამდენიმე ქალაქს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.  კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.