ნენსი პელოსი სავარაუდოდ სომხეთში ჩავა

16 სექ 2022

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში აპირებს ჩასვლას-ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“  წერს. გამოცემა წერს რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეიერთან ერთად ამ უქმეებზე აპირებს ჩასვლას. სომხეთში ვიზიტის დროს პელოსი ერევანში აპირებს შეხვდეს ქვეყნის პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობის წევრებს.  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პრესსამსახურში „პოლიტიკოს“ ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურეს და  არც უარყვეს. მათი თქმით, ამის თქმის უფლება მათ არ აქვთ უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით.