მიწისძვრა ტაივანში

18 სექ 2022

ტაივანში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაინგრა რამდენიმე შენობა. ტაივანის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ნანგრევებიდან 2 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია  ამ დროისთვის  არ ვრცელდება. ტაივანის რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, დაშავდა 1 ადამიანი.