საოკუპაციო ჯარის ტყვეობიდან შრი-ლანკელი მოქალაქეები გაათავისუფლეს

19 სექ 2022

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული შრი-ლანკელები აცხადებენ, რომ ტყვეობაში რამდენიმე თვე ცემასა და წამებაში გაატარეს. უკრაინული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, შრი-ლანკის მოქალაქეები უკრაინის ქალაქ კუპიანსკში სამუშაოდ და სასწავლებლად 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე სამი კვირით ადრე ჩავიდნენ.მათ  კუპიანსკიდან გაქცევა  მას შემდეგ სცადეს, რაც ოკუპანტებმა  27 თებერვალს ქალაქი დაიკავეს. შრი-ლანკელები დააკავეს და ქალაქ  ვოვჩანსკში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე გამოკეტეს და მათი გათავისუფლებისთვის  გამოსასყიდის გადახდას ითხოვდნენ.  რეგიონული პოლიციის უფროსის სერჰი ბოლვინოვის თქმით,  უცხოელები ქალაქ  ვოვჩანსკიდან სასტუმროში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ისინი ტყვეობიდან დაიხსნეს.