ქობულეთის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

19 სექ 2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ყველა ბაღში სააღმზრდელო პროცესი ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა დაბა ჩაქვში არსებულ 2 საბავშვო ბაღებში, არასაკმარისი ადგილების გამო, დაახლოებით 40-მდე აღსაზრდელი ვერ შეძლებს წელს ბაღში სწავლის გაგრძელებას. წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში 3-ათასზე მეტი აღსაზრდელია.  მათგან, 9-ბავშვი უკრაინიდან ლტოლვილია. წელს  მუნიციპალიტეტში  6 ბაღის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ესენია: ალამბრის, ქალაქის პირველი საბავშვო ბაღი, ხალას, საჩინოს, გვარას და კვირიკეს საბავშვო ბაღები.