საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა

20 სექ 2022

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ქობულეთის ''შუქურა'' მეოთხედფინალში თასის მფლობელს თბილისის ''საბურთალოს'' საკუთარ მოედანზე დაუპირიპირდება. სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ: ''დინამო'' თბილისი - ''დილა''; ''ლოკომოტივი 2'' - ''გურია''; ''რუსთავი'' - ''ტორპედო''. მეოთხედფინალური მატჩები 12 ოქტომბერს გაიმართება და ნახევარფინალისტები თითო შეხვედრით გამოვლინდება. საქართველოს თასის გამარჯვებული კონფერენსლიგაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.