მსოფლიო ჩემპიონატზე ბათუმელი კესარია მგელაძე ლიდერობს

20 სექ 2022

ბათუმში კადეტ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. 12-წლამდელებში ბათუმელმა კესარია მგელაძემ ზედიზედ დაამარცხა 4 მოთამაშე და ტურნირს 4 ქულით გუპტა  შუბჰისა და ვიქტორია ნერკულოვასთან ერთად ლიდერობს. დღეს მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართება.