ბანკზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ

21 სექ 2022

"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალს, რომელიც გუშინ მოვლენების ეპიცენტრი იყო, მუშაობა ჯერ არ განუახლებია. ასევე ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ თავდამსხმელისთვის, რომელიც სამი მუხლით გასამართლდება: ტერორიზმის მცდელობის, მძევლების აყვანისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ფაქტებზე. 37 წლის გრიგოლ ნარსია სამართალდამცველებმა 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. მას შემდეგ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იკითხებიან მძევლები და თვითმხილველები.