ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული დანაშაულის საკუთარ მოტივზე საუბრობს

21 სექ 2022

გრიგოლ ნარსია წინასწარი დაკავების იზოლატორშია, საქართველოს ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გამოძიება ნარსიას ტერორიზმის მცდელობას, მძევლების აყვანასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება. მის ინტერესებს 5 ადვოკატი დაიცავს. პარალელურად იმერეთის სამხარეო პოლიციაში დილიდან მძევლებს ჰკითხავდნენ.