თევზის ფესტივალი

22 სექ 2022

პირველად მდინარე სუფსის სანაპიროზე თევზის ფესტივალი იმართება. ღონისძიების ფარგლებში სპინინგით თევზჭერის ტურნირი მიმდინარეობს, ასევე ჩატარდება მასტერკლასი სპორტულ თევზჭერაში.

იქნება ასევე ადგილზე წარმოებული პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოვლინდება ასევე ფესტივალის ლოგოს შესაქმნელად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული.

თევზის ფესტივალი საღამოს მუსიკალური ბენდის “ვაი ნოთ“-ის კონცერტით დასრულდება. ფესტივალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტარდება.