22 სექ 2022
ქუთაისში უკრაინული ოჯახები გაქურდეს. შემთხვევა დღეს თამარ მეფის ქუჩაზე დღეს მოხდა. წაღებულია ძვირფასეულობა, ოქრო და ფული.
დაზარალებულები მარიუპოლიდან არინ. ერთ-ერთი დაზარალებულის მეუღლე დღემდე იბრძვის რუსეთ-უკრაინის ომში. მძარცველები სახლში სავარაუდოდ კარიდან შევიდნენ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ამ დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა, რადგან მშობლებს ბავშვები სკოლაში ჰყავდათ წაყვანილი. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შსს-ს პრესამსახურის განცხადებით, უწყება განცხადებას გაავრცელებს, სადაც გამოძიების მუხლის შესახებ და მომხდარის სხვა დეტალებზე იქნება საუბარი.