რიგები საქართველო-რუსეთის საზღვარზე

22 სექ 2022

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ  ზემო ლარსის საზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უამრავი მსურველი მიაწყდა.

სასაზღვრო გადასასვლელზე ავტომანქანების გრძელი რიგია, ამიტომ მათ მცირე ჯგუფებად უშვებენ. ტრანსპორტმა იმატა რუსეთ-ფინეთის სასაზღვრო გადასასვლელებზეც. მიზეზად მოსკოვიდან ავიაბილეთების ფასების კატასტროფული გაძვირებაა.

სოციალურ მედიაში  ვრცელდება  რჩევები, თუ როგორ შეიძლება   რუსეთის დატოვება,  ერთ-ერთ  საიტზე იმ ქვეყნების ჩამონათვალიც გამოქვეყნდა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ გამგზავრება. 

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით,  მოქალაქეების  70%-ზე მეტი მხარს უჭერს იმას, რასაც კრემლი უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", თუმცა ივლისში გამოქვეყნებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ თანაბარია იმ რესპოდენტთა რიცხვი,  ვისაც ბრძოლის შეჩერება ან გაგრძელება სურს.