პროტესტი პუტინის მობილიზაციას 

22 სექ 2022

პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ რუსეთში არეულობაა. ქვეყნიდან მოქალაქეები გარბიან.

ავიაბილეთები რეკორდულად გაძვირდა, ზემო ლარსის საზღვრო-გამშვებ პუნქტს კი რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უამრავი მსურველი მიაწყდა.

გრძელი რიგია  რუსეთ-ფინეთის სასაზღვრო გადასასვლელებზეც. თუმცა, კრემლის პრესპიკერი აჟიოტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.