სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა - დაიღუპა 71 ადამიანი

23 სექ 2022

71 ადამიანი დაიღუპა სირიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად. 20 გადარჩენილი ქალაქ ტარტუსის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნავში 120-დან 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

არსებული ცნობებით, ნავი ევროპის მიმართულებით მიცურავდა.