ქედაში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

23 სექ 2022

ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან, 2 კი დაკვირვების ქვეშაა, ისინი ბიემსი-ში იმყოფებიან. ხოლო კლინიკა „მედინაშია“ 3 დაშავებული, რომლებიც ასევე დაკვირვების ქვეშ რჩებიან, მათი მდგომარეობა კი სტაბილურია.

დილით ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

არსებული ინფორმაციით, ტურისტული მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს მოსახვევში დაეჯახა.